საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსა და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
ელჩმა დავით ასათიანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის CCBE - ს ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება მიულოცა და წარმატება უსურვა.